კარლ გუსტავ იუნგი

25 Apr

კარლ გუსტავ იუნგი – დაიბადა ღარიბი  მღვდლის ოჯახში, შვეიცარიაში. მაგრამ ნათესავების დახმარებით მან შეძლო ესწავლა ბაზელის საუკეთესო გიმნაზიაში. ბავშვობიდანვე გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში  ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი~ უწოდა.

1890 წელს, ციურიხის კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. ვერ ვიტყვით, რომ იუნგისა და ფროიდის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებდა  ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში  არ ეთანხნმებოდა და 1913 წელს მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა.  თავად იუნგი ფროიდს აღიქვამდა, როგორც ტრაგიკულსა და ამავე დროს დიად პიროვნებას. იუნგი განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდა თავის ნამუშევარს `ლიბიდოს სახეცვლილებები და სიმბოლოები~. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.

ამ ცნებათა სისტემად გაერთიანების საქმეში იუნგს დაეხმარა საკუთარი კვლევები კულტურისა და რელიგიის ისტორიაში, ასევე მისი უმდიდრესი ფსიქო-თერაპიული პრაქტიკა. იუნგის მიხედვით არსებობს აზროვნების ორი ტიპი _ ლოგიკური და ინტუიციური. ლოგიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მიმართება გარე სამყაროსთან. იგი განსჯითა და გააზრებით მიმდინარეობს, რაც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას  საჭიროებს. პირველ რიგში მასთან დაკავშირებულია მეცნიერება, ტექნიკა, ინდუსტრია, რაც რეალობის კონტროლის იარაღია. მხატვრული შემოქმედებისთვის, მითოლოგიისა და რელიგიისთვის კი აუცილებელია ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი წარმოსახვის უნარი. ასეთი აზროვნება არახელსაყრელია გარე სამყაროს-
თან შეგუებისთვის, რადგან იგი სცილდება რეალობას და გადადის ფანტაზიისა და ოცნების სამყაროში.

ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. ძველად ადამიანები სიზმარს, ჰალუცინაციას ღვთის მადლად მიიჩნევდნენ, რადგან ამ დროს პირდაპირ კონტაქტში შევდივართ კოლექტიურ არაცნობიერთან. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც მოტივირებულია ადამიანის ქცევა. არქეტიპები ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არც ჩვენი მოგონილი სახელებია და არც ფილოსოფიური ცნებები. ეს სიცოცხლის ნაწილებია, ხატები, რომლებიც გადაჯაჭვულია ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთან.
იუნგმა ისეთი ტერმინები შემოიღო, როგორიცაა `ინტროვერტი” და `ექსტრავერტი~.
ექსტრავერტებს ახასიათებს გახსნილობა გარე სამყაროსთან, ხოლო ინტროვერტებს პირიქით _ კონცენტრირება საკუთარ თავზე ეს უკანასკნელნი არ არიან დამოკიდებულნი ობიექტზე. ექსტრავერტები და ინტროვერტები _ მხოლოდ ადამიანთა ორი ტიპია. ისინი ხშირად გვხვდებიან. მათი აღმოჩენა საკმაოდ იოლია. თუმცა იუნგის მიერ შემოღებული ტერმინები ფსიქოლოგიური ტიპების აღწერისათვის არ  არის დოგმატური. მაგალითად, მაჰათმა განდი იყო ასკეტი (ინტროვერტი), ამავე დროს პოლიტიკოსიც (ექსტრავერტი). სიცოცხლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუნგის განკარგულებაში იყო უნიკალური დარბაზი ღია ცის ქვეშ ლაგო მაჟორის მახლობლად, სადაც ყოველ წლიურად თავს იყრიდნენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალფეროვანი მოხსენებებითა და დისკუსიების გასამართავად, რომლებიც ეხმიანებოდა იუნგის მოსაზრებებს. სიცოცხლის ბოლო წლებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი
შრომები პირველად სწორედ ამ შეკრებებზე წარმოადგინა სამეცნიერო საზოგადოების
წინაშე.
იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: