ზიგმუნდ ფროიდი

25 Apr

ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოლოგი და მოაზროვნე  , რომელმაც გადატრიალება მოახდინს 20 ს-ის მსოფლმხედველობაში. ფროიდმა თავის “დოქტრინას” წარუმძღვარა სიტყვები: ” მეცნიერულმა აღმოჩენებმა 3 უდიდესი დარტყმა განაცდევინა კაცობრიობის ამბიციებს. ეს აღმოჩენებია: კოპერნიკი(სამყაროს ცენტრისტული იდეის მსხვრევა), დარვინის თეორია (ღვთაებრივი წარმომავლობის გაბათილება) და ჩემი ფსიქოანალიზი.”

ვენა. 1885 წლის 20 ივნისი. შაბათი საღამო. ახალგაზრდა ნევროპათოლოგი ზიგმუნდ ფროიდი საავადმყოფოში შეყოვნდა. იგი სასიყვარულო წერილს წერს. “შაბათი საღამო” შემთხვევით არ არის მითითებული. ექიმი ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზუსტ თარიღებს. იგი ყველაფერს ანიჭებს მნიშვნელობას. გონება ვნების წინააღმდეგ — მთელი მისი ცხოვრების თემაა. იმ საღამოს სიყვარულმა იზეიმა გამარჯვება. როგორც ზღაპარშია: პრინცი აკაკუნებს სასახლის კარიბჭეზე.”ჩემო პატარა პრინცესა! მე დიდი ხნით ჩამოვალ, გატენილი საფულით (და მე შენთვის მაქვს რაღაც), ხოლო შემდეგ წავალ პარიზში, გავხდები იქ დიდი მეცნიერი, ვენაში შარავანდედმოსილი დავბრუნდები და ჩვენ მაშინვე დავქორწინდებით. მე ვუმკურნალებ ყველა განუკურნებელ ნევროტიკს, შენ კი იზრუნებ ჩემს ჯანმრთელობაზე, და მე ბევრს, ბევრს გაკოცებ მანამ, სანამ შენ არ გახდები ძლიერი, მხიარული და ბედნიერი, და ჩვენზე დაწერენ: თუ ისინი არ მოკვდნენ, მაშინ ცოცხლები არიან დღემდე.”

საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება — ეს მთლიანად ფროიდია. იმ მომენტშიც კი, როდესაც მისი ბედი წყდება. მან ესესაა მიიღო ნანატრი სტიპენდია საზღვარგარეთ სტაჟირებისთვის. მას ხომ უკვე დაესიზმრა, რომ ფულს უფრო დამსახურებულ კანდიდატს მისცემდნენ! გახარებული ფროიდი წერს ჰამბურგში მყოფ საცოლეს მარტას. იგი მაინც წავა პარიზში, მსოფლიოში ცნობილ ნევროპათოლოგთან ჟან მარტინ შარკოსთან! ის, რასაც იგი იქ ნახავს, გაიგებს და შეინახავს მეხსიერებაში, აქცევს ახალგაზრდა პრივატ-დოცენტს ვენიდან იმ ფროიდამდე, რომელსაც დღეს იცნობს მთელი მსოფლიო. გამგზავრება პარიზში — ეს არის დასაწყისი მისი გრძელი და ხანგრძლივი მოგზაურობისა შეუცნობელში, “იდის” სამეფოში.

15 წლის შემდეგ “სიზმრებში” ფროიდი დაწერს: “არაცნობიერი არის ჭეშმარიტად რეალური ფსიქიკური.” და ვინ დაადანაშაულებს მას თავმდაბლური ფანტაზიისთვის უკვდავების შესახებ პრინცესასთვის მიწერილ წერილში? ზიგმუნდ ფროიდი გარდაიცვალა თითქმის 70 წლის წინ, მაგრამ “ის დღემდე ცოცხალია, როგორც აღნიშნა ერთმა ბიოგრაფმა. უკვე დიდი ხანია ყოველდღიურ ხმარებაში შემოვიდა ისეთი ცნებები, როგორიცაა განდევნა და ნევროზი, “წამოცდენები ფროიდისეულად”, ოიდიპოსის კომპლექსი და ნარცისიზმი… ეს სიტყვები თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ყველაფერი ეს. ფროიდის პერსონა დღემდე მოცულია ურთიერთწინააღმდეგობების ბურუსით. ვის არ ხედავენ მასში! აზროვნების გიგანტს, დიდ ამომხსნელს იმ საიდუმლოებისა, რასაც ადამიანი ჰქვია, და პირიქით: მეცნიერული ზღაპრების შემთხზველსა და ავანტიურისტს. თავისი “შარავანდედი” ფროიდმა მიიღო, იგი თავად მონაწილეობდა მის შექმნაში.

საუკუნეების გასაყარი, როდესაც ზიგმუნდ ფროიდმა საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს — ეს არის ეპოქა ფინ დე სიეცლე, “საუკუნის დასასრული”, ადამიანთა ცხოვრებასა და საქმიანობაში რადიკალური ცვლილებების პერიოდი. 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა შეცვალა სამყაროს ფიზიკური სურათი, უფრო ადრე, 1900 წელს მაქს პლანკმა საფუძველი ჩაუყარა კვანტურ მექანიკას. კიდევ უფრო ადრე, 1895 წელს კონრად რენტგენმა აღმოაჩინა საოცარი სხივები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ჩავიხედოთ ადამიანის სხეულში… ეს არის ეპოქა, როდესაც ყველგან გაყავთ სატელეფონო და ტელეგრაფის ქსელები, რომლებიც კონტინენტებს აკავშირებენ ერთმანეთთან. შეუჩერებლად იზრდება ქალაქები და მათთან ერთად სოციალური პრობლემებიც, მაგალითად, უმუშევრობა. ევროპაში იბადება ნაციონალიზმი და იმპერიას, რომელიც ვენის მშვენიერი ფასადის უკან იმალება, გარდაუვალი დანგრევა ემუქრება. და რაც მთავარია — ადამიანებში სულ უფრო კლებულობს სიკვდილის შემდეგ გადარჩენის რწმენა…

მას შემდეგ, რაც ნიცშემ თქვა, რომ ღმერთი მოკვდა, აღმოცენდა ეგზისტენციალური ვაკუუმი, — ასე აღწერს “საუკუნის დასასრულის” სულიერ მდგომარეობას პროფესორი როლფ ჰაუბლი ფრანკფურტის ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ინსტიტუტიდან. სწორედ ამ ვაკუუმში წარმოიშვა ფსიქოანალიზი — მცდელობა ახლებურად გაეცეს პასუხი კითხვას ადამიანის არსისა და ბედისწერის შესახებ. უფრო და უფრო არამყუდრო სამყაროში საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ინდივიდი იძულებული იყო თავიდან ეძებნა თავისი ადგილი დედამიწაზე — ყურადღებით დაკვირვებოდა საკუთარ შინაგან სამყაროს. ფსიქიკურის ძიება ადამიანში —გუსტავ კლიმტის ნახატებიდან დაწყებული ფროიდის ფსიქოანალიზით დამთავრებული — იყო ვენური “საუკუნის დასასრულის” საფირმო ნიშანი.

ეს იყო რეაქცია ახალ დროში პიროვნების კრიზისზე, — წერს ამერიკელი ისტორიკოსი კარლ შორსკე. რაციონალურმა ადამიანმა (რომელიც საკუთარ თავს მართავს მორალის საშუალებით, ხოლო ბუნებას იმორჩილებს მეცნიერების დახმარებით) მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ადგილი დაუთმო ფსიქოლოგიურ ადამიანს — უფრო რთულს და უფრო ამოუცნობს. ჩვენი “იდი”, თუნდაც შიშით, მაგრამ მაინც იწყებდა საკუთარი გრძნობებისა და ინსტინქტების სარკეში თვალიერებას. ფროიდის შრომების გარეშე ყველაფერი ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. უხეშად რომ გამოვხატოთ ჭეშმარიტება, შეიძლება ითქვას ასეც: ფროიდი — თანამედროვე ადამიანის ექიმი.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)

1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნერვოზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნერვოზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში“.
1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ ღებულობს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

3 Responses to “ზიგმუნდ ფროიდი”

  1. MetaGamma April 26, 2010 at 7:05 pm #

    dzaaalian kargi blogia, albat, male gaizrdeba postebis odenoba. momlodineta siashi chamweret🙂

  2. psychocity April 27, 2010 at 7:50 am #

    zalian didi madloba, blogi sul 3 dgisaa male gaizrdeba da ganvitardedba🙂

  3. Temo November 17, 2010 at 8:10 am #

    dzalian momwons es blogi, bevri saintereso masala agmovachine.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: