ანთროპოსოფია

27 Apr

ანთროპოსოფია – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: Ανθρωποσ- ადამიანი და Σοφια– სიბრძნე.ამ სულისმეცნიერების ფუძემდებელი და სულის ჩამდგმელი იყო, გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი(1861–1925). როგორც თეოსოფიური სექტა, დააფუძნა რ.შტაინერმა (1913). განსაკუთრებით გავრცელდა I მსოფლიო ომის შემდეგ. შტაინერისა და მისი მიმდევრების გაგებით ანთროპოსოფია არის ადამიანის, ღვთიური ქმნილების შესახებ უმაღლესი ცოდნა, რომლის წვდომა შეიძლება სპეციფიური, უშუალო სულიერი ხილვის გზით.

ანთროპოსოფიას მიაჩნდა, რომ ღმერთი ბუნებაში, სამყაროშია გათქვეფილი და ადამიანში ისხამს ხორცს, აღდგება. მას მრავალი ლექცია აქვს წაკითხული და დღეს მისი წიგნები იბეჭდება თითქმის მთელ მსოფლიოში. მისი ლექციები:– კარმის კანონი, ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება, ლოცვის არსი, აკაშა ქრონიკიდან და სხვა. ეკლესიის მხრიდან მისი წიგნები ერეტიკულად არის ცნობილი..

ანთროპოსია არის მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც. ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი – რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა.

ანთროპოსოფია ჩვენი ეპოქისთვის არის ერთად-ერთი ცნობიერი მსოფლმხედველობა, რაც საშუალებას იძლევა ქრისტეს ფენომენის ცნობიერ გააზრებას. ეს მეცნიერება მომდინარეობს არა რაიმე მატერიალისტური და ტრადიციული მეცნიერების ჰიპოთეტური სპეკულაციებისაგან, არამედ თვით სულისაგან. ეს ნიშნავს, რომ ანთროპოსოფიის დამფუძნებელი იყო უდიდესი რანგის ხელდასხმული ადამიანი, რომელიც სწვდებოდა სამყაროს და ქრისტეს ეზოთერულ არსს და ხედავდა როგორ არის შესაძლებელი ადამიანი თანდათან (რეინკარნაციებში) მიუახლოვდეს ქრისტეს, რასაც გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დოგმატურ-რელიგიური მიმდინარეობა.

ვალდორფის სკოლები ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია “ანთროპოსოფიური საზოგადოების” მოღვაწეობისა, რომელსაც შვედმა მკვლევარმა სვენ ოვე ჰანსონმა “ევროპაში ყველაზე წარმატებული ოკულტური რელიგია” უწოდა. სხვა მკვლევარები მას “დასავლური ეზოტერიზმის ყველაზე თანამედროვე, განვითარებულ ფორმად” მიიჩნევენ.ანთროპოსოფია ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში, გერმანიაში გამეფებული სულიერი დაბნეულობის პერიოდში, როდესაც ეგზოტიკური და ოკულტური ჯგუფები სოკოებივით მრავლდებოდნენ; ანთროპოსოფიური საზოგადოება შექმნა რუდოლფ შტაინერმა (1861-1925წწ.); იგი ადრე თეოსოფიის გერმანულ ფილიალს ხელმძღვანელობდა, შემდგომ გამოეყო მას და სექტა ჩამოაყალიბა, რომელიც აღიარებდა მის პირად გამოცხადებებს “სულიერი სამყაროს შესახებ”. სექტის სიმწიფის ხანა დაემთხვა იმ სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისს, რასაც გერმანია განიცდიდა პირველი მსოფლიო ომის დროს და მას შემდგომ. სექტის საქმიანობაში შედის “ანთროპოსოფიური მედიცინა”, “ბიოქიმიური” სასოფლო მეურნეობა, ცეკვის ეურიტმული სკოლები, “კემპჰილები”_სოფლები არასრულფასოვანი ადამიანებისთვის და “ეკლესია”_სახელწოდებით “ქრისტიანული თემი”. მაგრამ თეოსოფიის გავრცელების ყველაზე ეფექტურ პროგრამად ამ სექტის ვალდორფის სკოლები ითვლება. მთელ მსოფლიოში არსებოს 500-ზე მეტი სკოლა (125 მარტო აშშ-ში).

2. სწავლება
შტაინერის სწავლების თანახმად, ქრისტე მზის ღმერთია, რომელიც დედამიწაზე მოვიდა არა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, არამედ ადამიანთა მოდგმის დასახმარებლად, რათა მას წონასწორობა მოეძებნა ლუციფერისა და არიმანის გავლენათა შორის. შტაინერის გამოცხადებებში, როგორც წესი, არეულია რელიგიური, სამეცნიერო და ისტორიული თემები. შტაინერმა თავისი ცენტრალური კონცეფციების ნაწილი: რეინკარნაცია, კარმა და მრავალღმერთიანობა _ ინდუიზმიდან თეოსოფიაში გადმოიტანა. ამ ცნებებს დაუმატა ორი ღმერთი დუალისტური ზოროასტრიზმიდან და ეს ნაზავი მოათავსა შუასაუკუნეების ევროპის გეოცენტრული კოსმოლოგიის ჩარჩოებში, რის თანახმადაც კოსმიურ იერარქიაში კაცობრიობა უშუალოდ ზებუნებრივ არსებათა ცხრა დასის შემდგომ საფეხურს იკავებს. შტაინერის სისტემას აერთიანებს თანაფარდობათა ოკულტური დოქტრინის პრინციპი, რაც გამოისახება ფორმულით _ “რაც ზემოთაა, იგივეა ქვემოთ”. მაგალითად, შვიდი პლანეტა ესადაგება შვიდ ისტორიულ ეპოქას და ა.შ. უმცირეს წვრილმანებამდე. შტაინერის სამყაროსეული მისტიური შეგრძნება ღრმად პესიმისტურია.

3. ვალდორფის სკოლის მიმზიდველობა.
მშობლები, რომელთაც საერთოდ არაფერი აკავშირებთ ანთროსოფიასთან, რატომ და რისთვის აგზავნიან თავიანთ შვილებს ესოდენ უჩვეულო იდეების გამავრცელებელ სკოლებში? ვალდორფის სკოლები მშობლებისთვის ატარებენ ღია კარის დღეებს, თუმცა სექტანტურ იდეოლოგიას ხელუხლებლად ტოვებენ _ მისი აღმოჩენა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ იცი სად უნდა ეძიო იგი. მომსვლელი კი ხედავს მხოლოდ სკოლის თითოეული თანამშრომლის უზარმაზარ ენთუზიაზმს და შესანიშნავ დეკორაციებს, რაშიც ადამიანთა შეგრძნებების გათვალისწინებით ზედმიწევნით არის შერჩეული ფერები, განათება და მხატვრული გაფორმება. კედლები შეღებილია რბილი, პასტელის ტონებით, თანაც გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგია, რაც ე.წ. ციმციმის ეფექტს ქმნის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სკოლის გარეგნული ლაზათი, მზრუნველი ატმოსფერო, აგრეთვე მასწავლებელთა იდეალიზმი ვალდორფის სკოლების პედაგოგიკას მშობლებისთვის უჩვეულოდ მიმზიდველს ხდის.

4. მოტყუება
არაანთროპოსოფიური ოჯახებიდან ბავშვების მისაზიდად ვალდორფის სკოლები გარდა გარეგნული მომხიბვლელობისა თავიანთი მიზნებისა ორგანიზაციის შესახებ შეგნებულ და წინასწარ დამუშავებულ ტყუილებს მიმართავენ. ამას შტაინერი იმთავითვე გეგმავდა, მისი მიზანი იყო გამოეყენებინა “გარეშე” პირთა სამსახური და ამასთან სისტემატურად დაემალა სკოლის ნამდვილი მიზნები და სასწავლო გეგმები. რადგანაც ვალდორფის სკოლებში ქრისტიანულ სიმბოლიკას იყენებენ არ არის გასაკვირი, რომ მიმსვლელებს იგი ქრისტიანული ჰგონიათ. ქრისტიანმა მშობლებმა ან მათ, ვისაც სურთ საკუთარ შვილებს ქრისტიანულ ტრადიციებზე აგებული ღირსეული განათლება მისცენ შეიძლება ვალდორფის სკოლები ზუსტად ამის გამო შეარჩიონ, მაგრამ მოისურვებდნენ კი იგივე მშობლები თავიანთი შვილების მიყვანას ვალდორფის სკოლაში, რომ იცოდნენ მისი დამაარსებლის იმ უცნაური რწმენისა და პრინციპების შესახებ, რითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ; ან ერკვეოდნენ თუ რა გავლენას ახდენს ეს უცნაური შეხედულებები თითოეულ საგანზე, რომელიც სკოლაში ისწავლება? შტაინერის მსოფლმხედველობა იკვეთება მის წიგნებში, რომელთაც ანთროპოსოფიური საზოგადოება გამოსცემს და რომლებიც ვალდორფის სკოლებშიც იყიდება. თუ ამ ნაწერებში ჩამოყალიბებულ დოქტრინებზე დაყრდნობით შევადგენთ ერთგვარ “სარწმუნოების სიმბოლოს”, მშობლებს გავაცნობთ და ვსთხოვთ ხელი მოაწერონ მას მსურველი იმდენად ცოტა იქნება, რომ ვალდორფის სკოლები უკვე ვეღარ დაიტრაბახებენ მოწაფეთა მრავალრიცხოვნებით: თითოეულ მათგანში ისწავლის ათამდე ბავშვი, ისიც იქაური ანთროპოსოფოსებისა. ანთროპოსოფიური სახელმძღვანელოები, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ თუ მშობლები დაინტერესდებიან შეუძლიათ მოიძიონ შტაინერის წიგნები. მიუხედავად ამისა, ვალდორფის სკოლის მასწავლებლები ამ ტექსტის ავტორებს არწმუნებდნენ, რომ ეს დაწესებულებები არარელიგიურია. მათ მხოლოდ ის აღიარეს, რომ შტაინერის ზოგიერთი სწავლება “საკმაოდ რთულია”.

5. ანთროპოსოფია სკოლის პროგრამაში
ეს სწავლება ორი გზით აღწევს სკოლებში: ა) სარწმუნოებრივი მოძღვრების პირდაპირი მიწოდებით, ამასთან მოშურნე პედაგოგები უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ამ მხარეს; ბ) სასწავლო პროგრამიდან ისეთი ინფორმაციის ამოღებით, რაც ეწინააღმდეგება ანთროპოსოფიას. სექტის სარწმუნოება სასკოლო პროგრამებში ხვდება იმ მასწავლებელთა მონდომებით, რომლებიც აუცილებლად თვლიან ეს “ჭეშმაირტება” მოსწავლეებს გააცნონ. ხშირად, უმეცრების გამო, ბრმად აღიარებენ შტაინერის იდეებს რომელიმე მოცემული საგნის შესახებ და ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი დანარჩენი სამყარო სულ სხვაგვარად ფიქრობს. ზოგჯერ მასწავლებლებს სწამთ, რომ სექტის თითოეული დოქტრინა ყველაზე პროგრესული სამეცნიერო ცოდნაა, მათ კი განსაკუთრებული პატივი ებოძათ _ მოწაფეებს გააცნონ იგი. პედაგოგები ობიექტურ ისტორიული მონაცემების წყაროდ ასაღებენ შტაინერის წიგნს “პოსტატლანტიდის ეპოქა”, რომლის უკანასკნელი ნაწილი _ “აკაშას ქრონიკები” _ შეიცავს მონაცემებს “დედამიწის ევოლუციის” შესახებ. ნებისმიერი ცოდნა, თუკი იგი ეწინააღმდეგება შტაინერის ფრიად თავისებურ დოქტრინებს, უბრალოდ ამოგდებულია სწავლის პროცესიდან. ვალდორფის სასწავლებელში მომუშავე პედაგოგები თავგამოდებული ანთროპოსოფოსები არიან; ისინი თავიანთი ცხოვრების ამოცანად შტაინერის მსოფლმხედველობის დაცვასა და გავრცელებას თვლიან.

6. მილუოკი
ამერიკული ქალაქების, მილუოკისა და დეტროიტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ვალდორფის სკოლების დაფინანსება, რომლებიც სახელმწიფო ალტერნატიულ სკოლებად ჩამოყალიბდნენ. ამ სტატუსის მისაღებად ვალდორფელებს უნდა დაექირავებინათ “გარეშე” მასწავლებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მაგრამ ნებას ვერ მისცემდნენ აღნიშნულ სკოლაში ესწავლებინათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებდნენ მათ რელიგიურ დოქტრინას. ამ დილემის გადასაწყვეტად ვალდორფელებმა დაუყონებლივ მიჰყვეს ხელი მასწავლებელთა რელიგიურ “ინდოქტრინაციას”. პირველი შემაშფოთებელი ნიშანი არის ის, რომ სკოლის დამაარსებლის ბიოგრაფია სიის თავში აღმოჩნდა, დანარჩენი საგნები კი ტიპიური მაგალითია სექტის მიერ ჩვეული სახელწოდებების გამოყენებისა, რომლებშიც ისინი სულ სხვა რამეს გულისხმობენ. ვალდორფის სკოლის პედაგოგები პიროვნებებს აჯგუფებენ სანგვინიკებად, მელანქოლიკებად, ფლეგმატიკებად ან ქოლერიკებად და ბავშვებსაც ამ ტიპების მიხედვით “ახარისხებენ”. ჯგუფური ვარჯიშები სინამდვილეში შტაინერის მედიტაციურ პრაქტიკას წარმოადგენს.

3 Responses to “ანთროპოსოფია”

  1. კოკო June 29, 2010 at 11:33 am #

    მემგონი ეს საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის:

    ” – ანთროპოსია არის სულიერი მეცნიერება თანამედროვე ევროპაში, მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც და ჰყავს მრავალი მიმდევარი. ეს არის ქრისტიანული მოძრაობა, როგორც მოგახსანეთშ ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგს ეშლება, ზოგი ურევს ანთროპოსოფიას რელიგიაში. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ამიტომ შეცდომით ამბობენ, ან მართლმადიდებელი იყავი, ან ანთროპოსოფიო. ასე არ დგას საკითხი. ეს იგივეა, რომ თქვა: ან მართლმადიდებელი იყავი, ან ჰეგელიანელი. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ანთროპოსოფიას რელიგიური აღმსარებლური პრეტენზიები არა აქვს. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი – რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ან კონფესიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს, ქრისტიანობის მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. ასე რომ, აქ არ უნდა მოხდეს ცნებათა აღრევა და არ უნდა შეგვეშალოს. როგორც მოგახსენეთ, არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა. კერძოდ ანთროპოსოფიურმა დიცინამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენში 9 აპრილს მოწამლულთა მკურნალობაში. როდესაც ვერც ერთი ექიმი ვერ კურნავდა მათ, ვერც ერთი სახეობის წამალი- მათ ისეთი მედიკამენტები ჩამოიტანეს, თავიანთი სკოლის მიერ შექმნილი, რომლებმაც უშველა ამ მოწამლულებს, გადაარჩინა უამრავი ადამიანი.

    უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ მართლმადიდებლურ კულტზე არსებობს ლექცია რუდოლფ შტაინერისა, რომელიც ძალზე მაღალ დონეზე აყენებს მართლმადიდებლურ კულტს კათოლიკურთან შედარებით. მე შემიძლია პირდაპირ ციტატა წაგიკითხოთ. სართოდ რუდოლფ შტაინერი მართლმადიდებლურ ფილოსოფიათან ძალიან ღრმად იყო დაკავშირებჯლი, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიასთან და თავის ერთ-ერთ წინამორბედად თვლიდა მას, მართლმადიდებელ ფილოსოფოსს. არის ციკლი ლექციებისა 1922 წელს წაკითხული – “ზეცნობადი გავლენები კაცობრიობის ისტორიაში”, სადაც რუდოლფ შტაინერი ამბობს: “კათოლიკურ ეკლესიაში კულტი და რიტუალი უფრო თვალითსახილველი სიმბოლოების ხასიათს ატარებს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი იგი ისეთი რამ არის, რასაც სული სწვდება უღრმესი მოწიწებით”. ე. ი. რადიკალურად ასხვავებს ამ ორ კულტს ერთმანეთისაგან და მისთვის უფრო მახლობელი არის მართლმადიდებლური კულტი, და ეს ჩანს აგრეთვე ოქსფორდში წაკითხული ლექციებიდან, სადაც ის ამბობს, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ეკლესიაში იყო ძალიან ღრმა ეზოტერიზმი, ანუ საიდუმლო მოძღვრება, რომელიც თავად ეკლესიას გააჩნდა. აღმოსავლეთში, როგორც მე წეღან მოგახსენეთ, ეზოტკრიზმი არ იყო გამოყოფილი ეგზოტერიზმისაგან, ხოლო დასავლეთში გამოყოფილი იყო და იყო კონფლიქტიც და დევნაც ეზოტერიზმისა. აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში ამას ადგილი არ ჰქონია არასოდეს.”

    ზვიად გამსახურდია
    საქართველოს სულიერი მისსია

    ლექცია წაკითხული “იდრიატის” ფესტივალზე თბილისში 1990 წლის 2 მაისს

  2. ოლგა August 20, 2010 at 5:55 pm #

    არ მომწონს თქვენი ნეგატიური დამოკიდებულება. შეიძლება შტაინერის სიტყვები ნამდვილად არ არიან განკუთვნილი ეხლანდელ საქართველოსთვის, რომელიც უფრო ემოციებით ცხოვრობს ვიდრე ფიქრებით, მაგრამ მისი მიდგომა ნამდვილად ღირსეულია და შეიქმნა სწორი სამეცნიერო მიდგომა. ეს მომავლის მეცნიერებაა.
    (ანტროპოსოფი არ ვარ, ჩვეულებრივი ბიოლოგი გახლავარ)

  3. undone September 12, 2010 at 3:07 pm #

    ძალიან საინტერესო იყო. ჩემი იდეები უფრო პირველწყაროს შტაინერისას ემთხვევა, უფრო ახლოსაა და არა სექტებისა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: