უნამუნო – პოლიტიკოსი

20 Sep

თქვენ ამ სიახლეში იხილავთ ესპანელი პოეტის, დრამატურგის, მოაზროვნე-ესეისტის მიერ ჟურნალ “გასეტა ლიტერარია”-ში წარმოთქმულ სიტყვას მიგელ დე უნამუნოს შესახებ.

დონ მიგელ დე უნამუნო ყველაზე უფრო გამოჩენილი ფიგურაა, ესპანეთის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან დასაბამი მისცა გონებათა ნაყოფიერ სამოქალაქო ომს, საიდანაც უნდა იშვას, -ეგებ კიდეც იშვა, -ახალი ესპანეთი.  მე ვიტყოდი, რომ იგი აცოცხლებს, უფრო სწორად, აადამიანურებს ჩვენს  საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენ პოლიტიკოსთა შორის იგი არის ყველაზე უფრო ნათელი პიროვნება, – ასე თქვა ლუის არაკისტაინმა თავის ბოლო, ბრწყინვალე წიგნში. ვეთანხმები უნამუნო უპირველს ყოვლისა არის პიროვნება, მაგრამ არა ამ სიტყვის ეტიმოლოგიური გაგებით, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ იგი არის ერთადერთი პოლიტიკური მოღვაწე ვინც ატარებს ნიღაბს.  ჩემი აზრით ამაშია მისი უზომო ძალის სათავეც. იგი ვერ გახდება ვერც პარტიისა თუ პარტიზანული დაჯგუფების მეთაური და ვერც მასების წინამძღოლი, რადგან უნამუნოსათვის არ არსებობს არც პარტიები და არც მით უმეტეს მასები, მორჩილნი თუ მეამბოხენი, რომლებიც ან ზედამხედველს ელოდებიან, ან მწყემსს.  უნამუნო არის ადამიანი რომელიც გამსჭვალულია იმის ამაყი შეგნებით,  რომ იგი არის ადამიანი, იგი ელაპარაკება ადამიანებს ჭეშმარიტად ადამიანურ ენაზე. შემეკამათებიან ეს ხომ პოლიტიკა არ არისო, მე კი ვიტყოდი, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკა და თან ყველაზე უფრო ღრმა, ყველაზე უფრო თვითმყოფადი, ყველაზე უფრო საფუძვლიანი, რაკი არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ნაყოფიერი ხალხის სიყვარულის გარეშე, ხოლო ხალხის სიყვარული – ადამიანის სიყვარულის გარეშე და აქედან გამომდინარე, სულიერ ფასეულობათა პატივისცემის გარეშე, რასაც იგი ყველაფერზე მაღლა აყენებს!

საკმარისი არ არის მოქალაქეობის უფლებების ქადაგება. მოქალაქეობა წარმართული ცნებაა და ისტორიის მსვლელობაში უკვე საკმაოდ მოძველებულიც, მოქალაქე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მონათა ბრბოს ხარჯზე ცხოვრობს . უკანასკნელ დიდ პოლიტიკურ რევოლუციას არ მიუმართავს მოქალაქის უფლებებისათვის, მან გამოაცხადა ადამიანის უფლებები! რატომ ავიწყდებათ ეს – უნამუნოს ხომ სულ ახსოვს მაგრამ უნამუნო ფიქრობს, რომ უაზრობაა ადამიანმა ილაპარაკოს თავის უფლებებზე თუ მას შეგნებული არა აქვს თავისი ადამიანური არსი. უნამუნოს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავისი სიტყვათა და თAვისი მაგალითით აღვიძებს ამ შეგნებას ხალხის წიაღში.

ანტონიო მაჩადო

” გასეტა ლიტერარია” 1930წ

6 Responses to “უნამუნო – პოლიტიკოსი”

  1. Nina Gorecki September 20, 2010 at 9:08 pm #

    უნამუნო, როგორც პოლიტიკოსი და ფრანკოს რეჟიმის მხარდამჭერი, ჩემს ფავორიტებში არ შედის. ნიღბის ტარებაში რას გულისხმობს მაჩადო ვერ გავიგე, როგორც ჩემთვის ცნობილია მიგელი ჟოზეფ ფუშესნაირი ნიჭიერი არ ყოფილა ასეთ რაღაცებში)

    ძალიან ძალიან კარგი ბლოგია.

    • psychocity September 21, 2010 at 10:07 am #

      რივერას დიქტატურის დამხობის შემდეგ ესპანეთმა მეორედ გამოაცხადა რესპუბლიკა, რაშიც ესპანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ხელთ აეღო საკუთარი ქვეყნის მართვის დემოკრატიული სადავეები, თუმცა, მცდელობა დღენაკლული აღმოჩნდა. უნამუნო ინტელექტუალთა მცირე პარტიის – Al Servicio de la República-ის (რესპუბლიკის სამსახურში) წევრი გახდა. აყვავების პირზე მყოფი რესპუბლიკა ლამის დაქუცმაცდა, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სამოქალაქო ომის ესკალაცია გამოიწვია. ინტერნაციონალისტური იდეებით დაწყებული კარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის საქმეში.იარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის საქმეში.

  2. undone September 21, 2010 at 8:00 pm #

    რა კარგია რომ განაახლეთ ბლოგინგი!!! უნამუნო, როგორც მწერალი უფრო მხიბლავს და როგორც ფილოსოფოსი😉 მისი ესსე ქრისტიანობის შესახებ ძალიან მაინტერესებს, რომელიც აკრძალული იყო რომის პაპის მიერ…

    • psychocity September 21, 2010 at 10:23 pm #

      სიმართლე გითხრა მე უნამუნო მხიბლავს როგორც ფილოსოფოსი. გადავქექავ ინტერნეტს იქნებ მოვიპოვო ეგ ესე

      • undone September 22, 2010 at 1:43 pm #

        აუ მაგარი იქნებოდა, მაგრამ არამგონია სადმე იდოს… აი ასე ჰქვია ესსეს:
        ”ქრისტიანობის აგონია” 1924 წ.

  3. psychocity September 22, 2010 at 2:38 pm #

    სახელი ვიცი , მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე.😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: