ფილოსოფია? აი რაშია საჭირო

14 Feb

ფილოსოფია ესააშემეცნების სუფთა და უანგარო სიყვარული. ამას აღნიშნავს თვად სიტყვა. მაშ ის უსარგებლოა? არმანდო მასარენტი

28 ნოემბერი 2006

რა საჭიროა ფილოსოფია? ამ კითხვას პროფესიონალი ფილოსოფოსები შეაფასებენ როგორც ძალზე გულუბრყვილოს ან როგორც თავხედურს. ფილოსოფია- უპასუხებდნენ ისინი აღშფოთებით ან იმ მოთმინებით ახლობლებისადმი რომ იჩენენ ხოლმე- არაფერში არ უნდა იყოს საჭირო.  ისაა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა.  ისაა შემეცნებისადმი ღირსეული და უანგარო სიყვარული.

ამას აღნიშნავ მისი ბერძნული სახელწოდებაც. ამ სიყვარულიდან მომდინარეობს ის ძირითდი და აუცილებელი კითხვები, რომლებსაც უკვე სამი ათსი წელია უტრიალებენ კაცობრიობის საუკეთსო მოაზროვნეები: რისგან შედგება სამყარო?  საიდან წარმოიშვა იგი?  რად იცვლება საგნები? არსებობს რაიმე მუდმივი ცხოვრებსა და მოვლენების მუდმივ ცვალებადობაში და გარდაქმნებში?  ადამიანის არსებობა ამოიწურება სიკვდილთან ერთად , თუ შეიძლება გვქონდეს სულის უკვდავების იმედი? რა არის სიცოცხლის აზრი? დანიშნულება თუ მარტოოდენ ამაო წრიალია? თავისუფლები ვართ თუ ჩვენი ქმედება განსაზღვრულია ბედისწერით?  როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს მზგავს არსებებს? არსებობს ღმერთი? არსებობს სამართლიანობა ადამიანთ შორის? არსებობს ნორმები, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომლებიც დაგვეხმარებიან პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას, რომელიც პირველად სოკრატემ დასვა და რომელიც დღმდე რჩება კითხვათაგან უმნიშვნელოვანესად, ” როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? ”

სწორედ ესაა ის კითხვები , რომლებიც უნდა დაისვას ! იტყვის ახლა ჩვენი პროფესიონალი ფილოსოფოსი. მაგრამ თუ კი ვინმე მაინც იკითხავს თუ რა საჭიროა ფილოსოფია, მაშინ სწორედ ამგვარი უადგილო, მცდარი კითხვების ასაცილებლადაა ის საჭირო. ფილოსოფიის ერთ-ერთი სიღრმისეული დავალებაა – როგორც ზუსტად აღნიშნა გასული საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ  ლუდვიგვინტგენშტაიანმა ცხოვრებისა და შემეცნების ყველა ასპექტში განავითაროს სწორი კითხვების ჩამოყალიბების უნარი და აგვარიდოს ცრუ პრობლემების ან ცუდად დასმული საკითხების ირგვლივ ამაო ტრიალი.

ჩვენი წარმოსახვითი ”პროფესიონალი ფილოსოფოსის” პასუხი, იქნება ის აღშფოთებული თუ მოთმინებით სავსე, სინამდვილეში ძალზე დახვეწილია. ითვალისწინებს თანამედროვე ფილოსოფიის განსაკუთრებულ ნიადაგს, რომელმაც, უკეთს შემთხვევაში მიატოვ ყველა ამ კითხვაზე საბოლოო პასუხის გაცემის ილუზია, და რომელიც მიუხედავად ამისა მაინც სვამს მათ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი კვლავაც ინარჩუნებენ , როგორც წარსულშითავინთ ფუნდამენტალურ მნიშვნელობას და შეეხებიან არა მხოლოდ ფილოსოფოსებს არამედ, ყოველ მოქალაქეს.

”ფილოსოფია- წერდა ბერტრან რასელი- უნდაშეისწავლებოდეს არა ზუსტი პასუხებისათვის იმ კითხვებზე რომლებსაც ის სვამს, ვინაიდან, როგორც წესი, არავითარი ზუსტი პასუხის შეცნობა არ შეიძლება, არამედ თავად კითხვების სიყვარულისათვის; ვინაიდან ისინი აფართოებენ ჩვენს აღქმას შესაძლებლობებზე, ამდიდრებენ ჩვენს წარმოსახვის უნარს და ლახავენ დოგმატურ ამპარტავნებას, რომელიც გონებას ჭვრეტისკენ მიმავალ გზას უღობავს”

გახსოვთ ვიმ ვენდერსის ფილმი ,,ზეცა ბერლინზე“? კადრს მიღმა ბავშური ლექსივით რომ კითხულობს ხმა: ,,ბავშვი როდესაც ბავშვი იყო ეს კითხვები ებადებოდა: რატომ ვარ მე მე და რატომ არა ვარ შენ; რატომ ვარ აქ და რატომ არ ვარ იქ; როდის იწყება დრო და სად მთავრდება სივრცე; ცხოვრება მზის ქვეშეთში მხოლოდ სიზმარია? ნამდვილად არსეობს ბოროტება? და ბოროტი ადამიანები ნამდვილად არსებობენ? როგორაა შესაძლებელი, რომ მე რომელიც ვარ მე აღარ ვიქნები ის რაც ვარ?“.

კითხვები, კითხვები, კითხვები. ესაა ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა შევუდგეთ კლასიკოსთა წაკითხვას. თითეული ამ კითხვის უკან იქნება ძნელი წარსულის ერთი ან მეტი ავტორის აღმოჩენა (ზოგიერთ კითხვას კი ყველა მოაზროვნე სვამდა), რომლებსაც მათზე პასუხები უძებნიათ. სოკრატედან, პლატონიდან, არისტოტელიდან, ავგუსტინედან, თომა აქვინელიდან დაწყებული კირკეგორით, მარქსით, ნიცშეთი, რასელით, ვიტგენშტეინითა და ჰაიდეგერით დამთავრებული. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რაოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ისინი ტემპერამენტით, ანდა იმას, რომ ერთი მეორის თეზისების საწინააღმდეგოს ამბობს, სწორედაც რომ იმავე კითხვებიდან გამომდინარე. ვინაიდან, სინამდვილეში, ფილოსოფიის კლასიკოსების ნაწერები დროს გაცილებით უძლებენ, ვიდრე მაგალითისათვის ის წიგნები, რომლებიც შექმნეს მეცნიერებმა, გაცილებით უფრო მოკრძალებული მოტივებით. მაშინ როცა სამეცნიერო ლიტერატურა სწრაფად ძველდება (დღეს უფრო სწრაფად, ვიდრე წარსულში), თავად შემეცნებათა გამრავლების გამო, დიდი მოაზროვნის წიგნი ყოველთვის მეტყველი დარჩება. იშვიათად ნახავთ მის ნააზრევს სრულებით მოძველებულს, ვინაიდან იმასაც კი, რაც დღეისათვის შეცდომად შეიძლება მივიჩნიოთ, მაინც ექნება საინტერესო სათქმელი, ანდა იმ ხედვის ნაწილი იქნება ის, რომელიც დღესაც ცოცხალი და მოქმედია ადამიანის არსებობისათვის.

ტექსტების უშუალო მკითხველი, შესაფერისი აპარატით აღჭურვილი, მიაღწევს ერთდროულად ორ ფუნდამენტურ მიზანს. აღმოაჩენს კლასიკოსთა უმრავლესობის ფილოსოფოსობის ნამდვილ სახეს, რაც არ მდგომარეობს წინამორბედთა რესისტემაციასთან რესისტემაციასა ან მათ დაძლევაში, არამედ იმ პრობლემების ახლებური და განსხვავებული გადაწყვეტის მცდელობაში, რომლებიც ჩვენ შეგვეხება. ამგვარად მთელი ფილოსოფია ხდება, ერთგვარი გაგებით, ჩვენი თანამედროვე. ამავე დროს უფრო სწორი ხედვა გვექნება ისტორიული თვალსაზრისითაც, ანუ თავს დავაღწევთ ფილოსოფოსების კითხვას მხოლოდ აზროვნების ისტორიის განვითარების იმდროინდელ საფუძველზე. დიდი ჰიუმი, მაგალითისათვის, კვლავ წარმოგვიდგება მთელი თავისი ღირსებით, და აღარც იქნება მარტოოდენ ის, ვისი აპორიებიც მარტოოდენ გადაწყვიტა ჰეგელმა; და ასე შემდეგ. ჩვენ კი მოგებაში დავრჩებით, ვინაიდან კლასიკოსები, ესოდენ თავისდროულად განახლებულნი, გამოაცოცხლებენ რეფლექსიას-საკუთარი თავით აზროვნების უნარს თითოეულ ჩვნგანში; ამისთვის კი მხოლოდ სურვილია საკმარისი. ამგვარად, კვლავაც, ყოველდღიურ კონკრეტულ პრობლემებთ ან უახლოეს კავშირს გამოავლენენ და ახალ კითხვებს დაბადებენ. ლეგიტიმურობას აღუდგენენ იმ კითხვასაც, დასაწყისში რომ დავსვით და რომელსაც, ვიმედოვნებთ, უკვე გავეცით პასუხი: მართლა საჭიროა რამეში ფილოსოფია?

5 Responses to “ფილოსოფია? აი რაშია საჭირო”

  1. psychocity February 14, 2011 at 2:48 pm #

    ჩემი თითები გაცვთა :დ

  2. როდე February 14, 2011 at 3:27 pm #

    საინტერესო იყო!
    კიტხვებია ბევრია, პასუხი ცოტა, მაგრამ აზროვნება ხომ ყველაზე დიდი “გამომგონებაა” ამქვეყნად?
    ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!

  3. psychocity February 15, 2011 at 12:04 pm #

    როდე , როგორც ჩანს რაციონალიზმის მიმდევარი უნდა იყო არა ?

    დეკარტის სიტყვები მართლაც უნაკლოა🙂

    • როდე February 15, 2011 at 12:27 pm #

      კი, ყველაზე მეტად ჩემი გონების მწამს.
      თუმცა კირკეგორის ფილოსოფიაც მიტაცებს და ანთროპოსოფიაც🙂

  4. psychocity February 15, 2011 at 12:30 pm #

    კირკეგორი მეც მიტაცებს და დიდ პატივს ვცემ , მაგრამ არანაირად არ ვემხრობი მის მთავარ იდეას.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: