Being There / იმყოფებოდე იმ ადგილას [1979]

15 Feb

დავიწყებ იქიდან, ყველაფერი რასაც  განმარტება აქვს ფილოსოფიის მატარებელია, არსებობს ცალკე დარგები რომლებიც ცალკე განიხილებიან, მაგრამ კიდევ არსებობს ისეთი დარგები რომელიც ირგებს ყველა სხვა დარგს.  კინო – ეს არის ის დარგი რომელსაც შეუძლია თვალნათლივ გადმოსცეს ყველა წვრილმანი, რომელიც განსაზღვრავენ ადამიანურ გრძნობებს. ასე რომ შეიძლება იმის თქმაც რომ ფილმები ფილოსოფიურ იდეას ყოველთვის ატარებენ, მაგრამ არსებობს ფილმები რომლებიც ძალიან ღრმა ცხოვრებისეულ თუ მეტაფიზიკურ ფილოსოფიას ატარებენ. სხვათა შორის წაკითხული მაქვს სტატია , ამერიკის უნივერსიტეტებში ფილოსოფიური პროფესიის მქონე სტუდენტებს  აჩვენებენ ფილმებს, მოდი ჩვენც ასე მოვიქცეთ, ვნახოთ ფილმები და განვიხილოთ ისინი.

Being There / იმყოფებოდე იმ ადგილას [1979]

ეს ფილმი რეჟისორ ჰალ ეშბის მიერ არის გადაღებული 1979 წელს, ფილმში მონაწილეობს ცნობილი მსახიობი პიტერ სელერსი, რომელმაც სახელი გაითქვა ცნობილი ფილმით ვარდისფერი პანტერა [1963], ამ როლიდან ერთი წლის შემდეგ სელერსი გარდაიცვალა, ინგლისში საკუთრ სახლ-კარში.

ფილმის მთვარი ფილოსოფია არის ის, რომ  ჩვენ გვხვდება კაცი რომელიც აღზრდილია ბავშვივით, ის მთელი ცხოვრება ტელევიზორით უყურებდა სამყაროს და უცბად საკმაოდ კარგ ვითრებაში მოხვდა.

მინდა ხაზი გავუსვა რამოდენიმე დეტალს

1) როდესაც იგი საკუთრ თავს დაინახავს ტელევიზორში ცოტა ხანი უყურებს შემდეგ გადართვს, თითქოს მისი ცხოვრებაც მობეზრდაო.

2) ჩენსი არ განიცდის ადამიანის სიკვდილს , არ ააქვს სიკვდილის შიში

3)ჩენს გარდენერი  , ფილმის ბოლოს გადაიქცევა , ჩაოს გარდენერად. (ანუ შანსი-ქაოსად)

მე ფილმის მოკლე შინაარსს სპეციალურად არ ვწერ, რადგან იგი ამახინჯებს მთავარ იდეას.

 

http://allmovies.ge/includes/download.php?uid=KTLSNUM

4 Responses to “Being There / იმყოფებოდე იმ ადგილას [1979]”

  1. როდე February 15, 2011 at 12:39 pm #

    გოგი გვახარიასთან ვნახე ფილმი და ძალიან მომეწონა.
    ფილმში დიდი ირონიაც იგრძნობა ამერიკელი ერისადმი, თუმცა ეს ფაქტი ზოგადსაკაცობრიო განზოგადების საშუალებასაც იძლევა, თუ როგორი გულუბრყვილოები და ადვილად მიმდომები ვართ ადამიანები.

    ჩენსი ბავშვია, მაგრამ ამ დროს, საზოგადოება უფრო ბავშვია…
    ფინალი ბევრზე მეტყველებს. როდესაც ის წყალზე მიდის და არ იძირება. ქრისტეც ხომ ბავშვია. ბავშვი ასოცირდება სიწრფელესტან, სიკეთესთან, უცოდველობასთან. მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოებამ სწორედ ჩეისისნაირი ბავშვობა დაკარგა კარგა ხანია.

    ძალიან კარგად გამოხატავს სექსუალურ ფუქსავატიზმს შირლი მაიკლეინის გმირიც.

  2. psychocity February 15, 2011 at 12:42 pm #

    ირონია მართლაც იგრძნობა, ჯერ პრეზიდენტის სახე როგორ არის ასახული?
    მერე საზოგადოების ”სიბავშვე” , მართლაც ორიგინალურია და რაც მთვარია საინტერესო.

    • როდე February 15, 2011 at 12:51 pm #

      კი ძალიან ბევრი დეტალია კიდე.
      კარგი საფიქრელი ფილმია🙂

  3. IRAKLI_10 March 7, 2011 at 1:33 pm #

    აუცილებლად ვნახააავ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: