ნიკოლაი ბერდიაევი – ეთიკური პრობლემა ფილოსოფიური იდეალიზმის შუქზე (ნაწილი I)

13 აპრილი

 

 

ორი რამ ავსებს გულს უფრო მეტი აღტაცებითა და თაყვანისცემით, რაც უფრო ხშირია და განუწყვეტელი ამაზე ფიქრი: ვარსკვლავებიანი ცა ჩემს თავზე და ზნეობრივი კანონი ჩემში…“

კანტი. „პრაქტიკული გონის კრიტიკა“

 

ადამიანი და ზოგადად, ყოველი გონიერი არსება არსებობს თავისთავად, როგორც მიზანი, არა მხოლოდ როგორც საშუალება რომელიმე სურვილის მისაღწევად, არამედ იგი ყველა თავის ქმედებაში, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისადმი და ასევე, სხვა გონიერი არსებისადმი,  ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც მიზანი“

კანტი, “მორალის მეტაფიზიკის საფუძვლები”

 

მე დავიარები ამ ხალხში და თვალები ღია მაქვს: ისინი დაპატარავდნენ და კიდევ უფრო პატარავდებიან: — ეს კი მათი მოძღვრების ბედნიერებასა და ზნეობრიობას ბადებს“.

მეტისმეტად ფრთხილი, მეტისმეტად დამთმობი: ასეთია თქვენი მიწიერი სამეფო! მაგრამ ხე რომ გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა მყარ კლდეზე გაიდგას მაგარი ფესვები“.

აჰ, თქვენ რომ ჩემი სიტყვა გესმოდეთ: დე, აკეთეთ, რაც თქვენ გსურთ, — მაგრამ ჯერ ისეთები იყავით, რომ შეგეძლოთ სურვილი“.

მე თქვენ გასწავლით ზეკაცს. ადამიანი არის რაღაც, რაც უნდა ძლეულ იქნას. რა გააკეთეთ თქვენ, რომ დაგეძლიათ ის?“

ნიცშე, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“.

 

Continue reading

უიღბლოს ფსიქოლოგია

18 თებ

ფაქტია– თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს(ეს გასაგებიცაა– ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები. ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ

Continue reading

გაბრიელ მარსელი

16 თებ

საფრანგეთში ამ ტიპის სპირიტუალიზმი თავდაპირველად მარსელის შრომაში ჟოურნალ Metaphisique (1927 წ.) დაფიქსირდა და ,,სულის ფილოსოფიის” სახასიათო სახელი დაიმკვიდრა.

დრამატურგი და ლიტერატორი გაბრიელ მარსელი შემდეგი ფილოსოფიური ხასიათის შრომების ავტორია: ,,მეტაფიზიკური გაზეთი” (1927 წ.); ,,ყოფნა და ქონა” (1935 წ.); ,,უარყოფიდან მოხმობამდე” (1939 წ.); ,,Homo viator” (1944 წ.); ,,ყოფნის საიდუმლოება” (1952 წ.); ,,პრობლემური ადამიანი” (1955 წ.).

Continue reading

პლატონი- სახელმწიფო

15 თებ

მინდა წარმოგიდგინოთ პლატონის ცნობილი ნაშრომი ” სახელმწიფო” .  ტექსტი აღებულია წიგნიდან ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” .  ნაწარმოები არ არის სრულად , მაგრამ არის ის ძირითდი თავები, რომლებიც დღესაც აქტუალურია.

Continue reading

Being There / იმყოფებოდე იმ ადგილას [1979]

15 თებ

დავიწყებ იქიდან, ყველაფერი რასაც  განმარტება აქვს ფილოსოფიის მატარებელია, არსებობს ცალკე დარგები რომლებიც ცალკე განიხილებიან, მაგრამ კიდევ არსებობს ისეთი დარგები რომელიც ირგებს ყველა სხვა დარგს.  კინო – ეს არის ის დარგი რომელსაც შეუძლია თვალნათლივ გადმოსცეს ყველა წვრილმანი, რომელიც განსაზღვრავენ ადამიანურ გრძნობებს. ასე რომ შეიძლება იმის თქმაც რომ ფილმები ფილოსოფიურ იდეას ყოველთვის ატარებენ, მაგრამ არსებობს ფილმები რომლებიც ძალიან ღრმა ცხოვრებისეულ თუ მეტაფიზიკურ ფილოსოფიას ატარებენ. სხვათა შორის წაკითხული მაქვს სტატია , ამერიკის უნივერსიტეტებში ფილოსოფიური პროფესიის მქონე სტუდენტებს  აჩვენებენ ფილმებს, მოდი ჩვენც ასე მოვიქცეთ, ვნახოთ ფილმები და განვიხილოთ ისინი.

Continue reading

სოკრატე (469-399 წწ. ჩვ. წ. აღ.-მდე)

15 თებ

სოკრატე (469-399 წწ. ჩვ. წ. აღ.-მდე)

სოკრატეს წერილობითი შრომები არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე ძირითადად პლატონისა და ქსენოფონტეს მეშვეობით მოაღწია.სოფისტების სუბიექტივიზმისა და რელატივიზმისგან განსხვავებით, სოკრატე ამტკიცებდა რეალურ ფასეულობებსა და სიკეთის, ჭეშმარიტებისა და სამართლის აბსოლუტურობას.

Continue reading

ფილოსოფია? აი რაშია საჭირო

14 თებ

ფილოსოფია ესააშემეცნების სუფთა და უანგარო სიყვარული. ამას აღნიშნავს თვად სიტყვა. მაშ ის უსარგებლოა? არმანდო მასარენტი

28 ნოემბერი 2006

რა საჭიროა ფილოსოფია? ამ კითხვას პროფესიონალი ფილოსოფოსები შეაფასებენ როგორც ძალზე გულუბრყვილოს ან როგორც თავხედურს. ფილოსოფია- უპასუხებდნენ ისინი აღშფოთებით ან იმ მოთმინებით ახლობლებისადმი რომ იჩენენ ხოლმე- არაფერში არ უნდა იყოს საჭირო.  ისაა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა.  ისაა შემეცნებისადმი ღირსეული და უანგარო სიყვარული.

Continue reading

Reload

14 თებ

გამარჯობა, დღიდენ ბლოგს ახალ სულს ჩავბერავ , უფრო მეტ სიახლეებს დავდებ რაც შეიძლება საინტერესოს და გამოსადეგს . წარსულს ჩაბარდა უმაქნისობა !

ა გ რ ე ს ი ა

22 სექ

სამყარო ჯერ კიდევ გაჯერებულია ომებით,ტეროროზმით,მკვლელობებით,ადამიანების გატაცებებით, ბავშვების დასჯით და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს, რომ აგრესია სოციალყრი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც, რომ ავიცილოთ აგრესიის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები, აგრესიას მაინც განვიცდით სხვა კონტექსტში, რომელიც მართლაც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. იშვიათია ადამიანი,რომელსაც არ განუცდია კრიტიკა, დაცინვა, არ მიუღია შენიშვნა, ან არ დაუკარგავს მოთმინება სხვისგან გაღიზიანებულს.
სტატისტიკა შემაშფოთებელ მონაცემებს იძლევა მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლის რაოდემობის შესახებ. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ მხრივ მდგომარეობა შეერთებულ შტატებში.

Continue reading

ჰერმან ჰესე – კითხვის შესახებ

21 სექ

ადამიანთა უმრავლესობამ კითხვა არ იცის, უფრო მეტს კი ბოლომდე ვერ გაუგია, რატომ კითხულობს. ზოგიერთები თვლიან, რომ კითხვა, ძირითადად, მძიმე, მაგრამ აუცილებელი რამაა “განათლებისთვის”, და ნებისმიერი საკითხავი მათ, დიდი-დიდი, “გაანათლებს”. სხვებისთვის კითხვა მსუბუქი სიამოვნებაა, დროის მოკვლის საშუალება, და მათთვის, სინამდვილეში, სულ ერთია, რას წაიკითხავენ, ოღონდ კი არ მოიწყინონ.

Continue reading